შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
სახელმწიფომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარა სოციალურ სივრცეში
17 ივლ. 2017
„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება 2017 წლის 16 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში’’ ქალის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს სათანადო ზომები მის აღსაკვეთად და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასაყენებლად. ჯგუფური გაუპატიურების და არასათანადო მოპყრობის მუქარა მოჰყვა გაეროში ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კრიტიკულ მოსაზრებებს 2017 წლის 14 ივლისს თბილისში ჩატარებულ ე.წ. „ქართულ მარშთან“ მიმართებით.


მედიაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფსა და ჟურნალისტს შორის
29 ივნ. 2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან მიმართვის შედეგად, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფსა (WISG) და “იმედის” ჟურნალისტს შორის მედიაცია შედგა, რაც, აღსანიშნავია, რომ ქარტიის ისტორიაში მედიაციის მეოთხე შემთხვევაა. ეთიკის საბჭომ ჯერ კიდე ორი წლის წინ, WISG-ის ერთ-ერთი საქმის განხილვის შედეგად, ჟურნალისტებითვის გამოსცა ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული თემის გაშუქებისას სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლის თანახმად, სიტყვა „ტრანსგენდერი“ არის ზედსართავი სახელი და არ შეიძლება, გამოიყენებოდეს, როგორც არსებით სახელი ან გადაკეთდეს ზმნიზედად.